მოლდოვაში რუსეთის საელჩოს დიპლომატების და თანამშრომელთა ნაწილი 14 აგვისტოს კიშინიოვიდან რუსეთში გაფრინდა.
რუსეთის საელჩოს ყველა თანამშრომელი, რომლებიც მოლდოვიდან გააძევეს, აეროპორტში ორი ავტობუსითა და რამდენიმე მანქანით გადაიყვანეს.
მედია აეროპორტში არ შეუშვეს.
26 ივლისს მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 45 თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა. პერსონალი თითქმის 60 ადამიანით შემცირდა.
მოლდოვის მთავრობამ განაცხადა, რომ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა 84-დან 25-მდე მცირდება.
მანამდე რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ვასნეცოვი, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მოლდოვაში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან თვალთვალის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ Jurnal TV-სა და The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების დროს გამჟღავნდა, რომ მოლდოვაში რუსეთის საელჩოს სახურავზე ათობით ანტენა და სატელიტური თეფში იყო დამონტაჟებული, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები მეთვალყურეობისთვის იყენებენ.
აპრილში, Dossier Center-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლებშიც რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებში მსგავს ქმედებებზე იყო საუბარი.