რესპუბლიკელმა თამარ კორძაიამ საკონსტიტიციო სასამართლოს საჩივრით მიმართა. ის საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რის მიხედვითაც დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე უარი უთხრეს.
„ეს იყო უარი ჩემი თავისუფალი ნების აღსრულებაზე, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოა.
აქედან გამომდინარე, მე სამართლებრივი მექანიზმებით ვებრძვი იმ ძალადობრივ პარტიას და ხელისუფლებას, რომელიც თრგუნავს ჩემს თავისუფლებას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
თამარ კორძაია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატად ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ იყო არჩეული.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.