გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო სასწავლო ინვენტარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.ბატონმა ქნირშმა მიულოცა პოლკოვნიკ ნიკოლოზ შარაძეს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დანიშვნა და უსურვა მას წარმატება ამ საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოს უსაფრთხოების თანამშრომლები, ჯამილა ფიშერი და პატრიკ კრონბერგი.