აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ბაქოში მედიკამენტების მწარმოებელი ქარხნის გახსნას დაესწრო. ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა და შპს „დიამედის განვითარების ჯგუფის“ დამფუძნებელმა, აიტენ გულიევამ ალიევს შესრულებული სამუშაო გააცნეს.
ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობის დაფინანსებაში (20%) აზერბაიჯანის საინვესტიციო კომპანია OJSC მონაწილეობდა.
კომპანიას დაგეგმილი აქვს თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა, მათ შორის საქართველოსა და შუა აზიის ქვეყნებში.
ქარხანაში 100 ადამიანია დასაქმებული.