ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“, ბულგარეთის რესპუბლიკიდან მომავალი, 49 280 ცალი ლურჯი მოცვის ნერგით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტრების მიერ, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, გამოვლენილია მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა (გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები).