ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებს ჯამში 350 მილიონი ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა

ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეების 350 მილიონი ევროს ოდენობის სანქცირებული აქტივები გაყინა. ამის შესახებ უკრაინაში ჩეხეთის ელჩმა, რადეკ მატულამ განაცხადა. ჩეხეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად აკვირდებიან ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან.

მან დაარწმუნა უკრაინა, რომ პრაღა მხარს უჭერს კიევის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას.


„ჩეხეთში რუსეთის მოქალაქეების გაყინული აქტივების ჯამური რაოდენობა, რომლებიც სანქციების ქვეშაა, 14 მილიარდ გრივნაზე მეტს შეადგენს (347,36 მილიონი ევრო),”- განაცხადა მატულამ უკრაინის აქტივების მოკვლევისა და მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, ოლენა დუმასთან შეხვედრისას.