Black Sea Arena The Killers-ის კონცერტზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე, არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია," - წერია კომპანიის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
The Killers-ის გარდა, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ასევე დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.