მილიარდერი ბილ გეიტსი კაცობრიობისთვის ორ მომდევნო შესაძლო საფრთხეს ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Thehill-ი ავრცელებს.
ბიულ გეიტსმა ამ თემაზე დერეკ მიულერის YouTube-არხ Veritasium-ზე ინტერვიუს დროს ისაუბრა. ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ იმ გამოწვევებს ეხებოდა, რაც კაცობრიობას ელის წინ.
როგორც ინტერვიუში მილიარდერმა ბილ გეიტსმა აღნშნა, ორ მომდევნო შესაძლო საფრთხეს ბიოტერორიზმი და კლიმატური ცვლილებები წარმოადგენს.
„ერთი ასეთი გამოწვევა იქნება კლიმატური ცვლილებები. ყოველ წელს კლიმატური ცვლილებების გავლენით სიკვდილიანობა იმაზე მეტი იქნება, რაც, მაგალითად, ამ პანდემიის დროს. ასევე, პანდემიებთან დაკავშირებული საკითხი, რაზეც ადამიანებს არ სურთ საუბარი, ბიოტერორიზმია. ვინმეს თუ სურს მასშტაბური ზიანის გამოწვევა, შეუძლია ვირუსი შექმნას. ასე რომ, ამის შანსი უფრო მეტია, ვიდრე, ვთქვათ, ბუნებრივად გამოწვეული პანდემიისა, როგორც დღეს არის“, - განაცხადა ბილ გეიტსმა.
გარდა ამისა, გეიტსმა აღნიშნა, რომ იქნება კიდევ სხვა პანდემიები. თუმცა, ამისგან თავის დასაღწევად, მთავრობებმა უნდა გაზარდონ და გააძლიერონ მზადყოფნა, რათა მსგავს შემთხვევებში სიკვდილიანობა შეამცირონ.