დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსების ლოგისტიკური პრობლემები იზრდება. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.
„ლოგისტიკა გართულებულია და შენელებულია. გზები მაინც არსებობს, რომლებსაც გამოიყენებენ, თუმცა ეს მარშრუტები გადატვირთულია, რადგან იგივე მიმართულებებია გამოყენებული როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საჭიროებებისთვის,“ - განმარტა ჰუმენიუკმა.
მისი თქმით, მტერი ხიდების რემონტისთვის ჯგუფების შექმნას ცდილობს, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთულია.
„ეს ნიშნავს, რომ პონტონური გადასასვლელები, როგორც ალტერნატივა, უსაფრთხო არ არის", - აღნიშნა ოპერატიული სარდლობის - სამხრეთის ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება ქერჩის ხიდზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ ბოლოს 12 აგვისტოს იუწყებოდა.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.