ბულგარეთის მთავრობამ ოთხშაბათს გამართული შეხვედროს დროს გადაწყვიტა, შეუერთდეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას, რათა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების ვალდებულებები. ამის შესახებ მედია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
როგორც აღინიშნა, ბულგარეთი უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს, „რომელიც რუსეთის აგრესიას უპირისპირდება, ასევე პირდაპირ წვლილს შეიტანს ევროპის ყველა წევრი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაში.“
„ამ თანმიმდევრული პოლიტიკის შესაბამისად, ბულგარეთი შეუერთდება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის მხარდასაჭერად,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაციას სულ 15 ქვეყანა შეუერთდა.
ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია.
მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.