უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებებს იწყებს

უკრაინის დელეგაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის ხელმძღვანელობით, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმებაზე, დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკება დაიწყო.

გაერთიანებული სამეფო გახდა მეორე ქვეყანა შეერთებული შტატების შემდეგ, რომელთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო.


„გაერთიანებული სამეფო ავლენს თავის ლიდერობას და მაგალითს უკრაინის მხარდაჭერისა და ყველაზე თამამი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. უკრაინელი ხალხი აფასებს უკვე გაწეულ დახმარებას და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც გამარჯვებამდე, ასევე გამარჯვების შემდეგ,“ აღნიშნა ერმაკმა.


შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია.

მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.