სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნებს განმარტავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა​ განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მ დაიწყეს მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას
 
კიევის მთავრობა მოლაპარაკებებს განიხილავს როგორც შუალედურ ეტაპს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მოლოდინში.

„სიმბოლურია, რომ აშშ, ჩვენი უდიდესი სტრატეგიული პარტნიორი, გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ დაიწყო ეს პროცესი. ამით ჩვენ შევქმნით წარმატებულ მოდელს სხვა პარტნიორებისთვის,“ – წერს ერმაკი.

უკრაინასთან გრძელვადიანი უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ მოლაპარაკებებში, შეერთებული შტატები ყურადღებას გაამახვილებს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე უკრაინის დასაცავად და რუსული აგრესიის შესაჩერებლად, ასევე ინსტიტუტების გამჭვირვალობაზე, მმართველობის ეფექტიანობასა და რეფორმების განხორციელებაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.
 
„დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ უკრაინელ კოლეგებს, რათა დაიწყონ მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულებების შესახებ“, - ნათქვამია პრესრელიზში.
 

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს დისკუსიები ექვემდებარება უკრაინის მხარდაჭერის G7-ის ერთობლივი დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს „აშშ-ს მუდმივი მხარდაჭერის ფორმალიზებას უკრაინისადმი.

უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსს არ დაუკონკრეტებია, სად მიმდინარეობს ან ვინ იღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში.