ISW: უკრაინული ძალები ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში წინ მიიწევენ

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, უკრაინის კონტრშეტევითი ძალები ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში წინ მიიწევენ. 

ISW-ს შეფასებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის ჯარები დაწინაურდნენ რობოტინის ჩრდილო-აღმოსავლეთით“ და სავარაუდოდ, უფრო ფართო მიღწევები აქვთ მიმდებარე რაიონებში. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე მიუთითებს უკრაინული ძალების მიერ სოფელ უროჟაინოეს გათავისუფლებაზე.


თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს.

მისივე თქმით, შეტევითი ოპერაციები გრძელდება.

„უროჟაინოე გათავისუფლდა. ჩვენი დამცველები ამაგრებენ ახლად დაკავებულ პოზიციებს," - წერდა მალიარი თავის ტელეგრამ არხზე.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ იტყობინება წინსვლას მიაღწიეს უროჟაინოეს მიმართულებით. ამაზე მიუთითებდა ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. მოგვიანებით, ომის მომხრე რუსი ბლოგერებიც აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან რუსეთის ძალებმა უკან დაიხიეს.