უკრაინის დამცველებმა სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს - მალიარი

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა , რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს.

მისივე თქმით, შეტევითი ოპერაციები გრძელდება.

„უროჟაინოე გათავისუფლდა. ჩვენი დამცველები ამაგრებენ ახლად დაკავებულ პოზიციებს," - წერს მალიარი თავის ტელეგრამ არხზე.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ იტყობინება წინსვლას მიაღწიეს უროჟაინოეს მიმართულებით. ამაზე მიუთითებდა ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. მოგვიანებით, ომის მომხრე რუსი ბლოგერებიც აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან რუსეთის ძალებმა უკან დაიხიეს.