ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს.
ბჟანიას პრესსამსახურის თანახმად, „საფუძვლიანი დიაგნოსტირების შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.“
სარეაბილიტაციო პროცესის გავლის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს, ის მოსკოვში მივლინებას გააგრძელებს