გაერო: ბოლო სამ წელში ავღანეთში მინიმუმ 65 ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი მოკლეს

გაეროს განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავღანეთში მინიმუმ 65 ჟურნალისტი და უფლებადამცველი მოკლეს. ამის შესახებ Gandhara.rferl-ი წერს.

ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის მიერ, 15 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ დაღუპულთა შორის 32 უფლებადამცველი და მედიის 33 თანამშრომელია.

გამოქვეყნებულ ანგარიშში აღრიცხულია მკვლელობები 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე. ამ პერიოდში ძალადობის რიცხვი იზრდება, როდესაც თალიბანის მებრძოლები აძლიერებენ თავდასხმას მთავრობაზე და სხვა სამიზნეებზე. ანგარიშში ძალადობისთვის კონკრეტულად თალიბანი არ არის დადანაშაულებული.