შვედეთის პარლამენტმა უკრაინისთვის 3,25 მილიარდი შვედური კრონის (თითქმის 300 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების გადაცემა დაამტკიცა. ეს იქნება მე-13 პაკეტი, რომელსაც შვედეთი კიევს გაგადსცემს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა 15 აგვისტოს განაცხადა, ახალ პაკეტში შევა CV90 ქვეითთა საბრძოლო მანქანები, Archer-ის ტიპის საარტილერიო სისტემები, სატვირთო მანქანები და განაღმვის აღჭურვილობა.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობამ პარლამენტის დასამტკიცებლად 3,4 მილიარდი შვედური კრონის (314 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი შესთავაზა.
2022 წლის თებერვლიდან შვედეთმა უკრაინას 2,16 მილიარდი დოლარი გამოუყო, საიდანაც 1,67 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარებაზე მოდის.