სამართალი
ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე მდებარე საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი მუშა კი დაშავდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა. დაშავებული - საქართველოს მოქალაქე, რომელიც მცირე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.