დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - EG.5-ის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული.
NCDC-ის განმარტებით, ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აწარმოებს.
„მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან, ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.
- „ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში COVID19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს "ომიკრონის" ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების, ან - მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით,“ - განმარტავს NCDС.