DW: გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთაგან ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, „2023 წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებულია 7861 ადამიანი, რაც დაახლოებით 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.“ დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი.

  • გერმანიამ გააძლიერა თავშესაფრის მაძიებლების დაბრუნება საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, მოლდოვისა და სერბეთის შემთხვევაში - მათი განაცხადები უარყოფილია. მეტი მიგრანტი სახლში ნებაყოფლობით ბრუნდება.

მემარცხენე სოციალისტური პარტიის (Die Linke; Linkspartei) მოთხოვნაზე გაგზავნილი პასუხის მიხედვით, გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები.

გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, 30 ივნისის მდგომარეობით, გერმანიაში იმყოფება 279 098 ადამიანი, რომლებიც ექვემდებარებიან დეპორტაციას, მაგრამ მათგან თითქმის 225 000-ს აქვს გადავადების უფლება.


Deutsche Welle-ს სტატიაში ნათქვამია, რომ დეპორტაციის 500-ზე მეტი მცდელობა დეპორტირებულთა წინააღმდეგობისა და პილოტების (ავიახაზების) უარის გამო ჩაიშალა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, თავშესაფრის წარუმატებელი მაძიებლების დეპორტაცია 2023 წლის პირველ ექვს თვეში, მეოთხედზე მეტით გაიზარდა.