მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ 20 აგვისტოს ღამით უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავმა მოსკოვის თავზე გადაფრენა სცადა, მაგრამ ეს მცდელობა ჩაიშალა.
„ღამით მოსკოვში სამხრეთის მიმართულებით თვითმფრინავის გაფრენის მცდელობა იყო. ის შეაჩერეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა“, - წერს მოსკოვის მერი Telegram-ზე.
კონკრეტულად სად „ჩამოაგდეს დრონი,“ არ არის დაკონკრეტებული.
ამ ფონზე, მოსკოვის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებმა ფრენები დროებით შეაჩერეს.
რუსეთი ასევე 20 ივნისს იუწყება, რომ კურსკში დრონმა რკინიგზის სადგურის შენობა დააზიანა.
- ცნობისთვის, კურსკი უკრაინას ესაზღვრება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.