იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ალბანეთში ოთხი იტალიელი ტურისტის რესტორნის ვალი დაფარა.
BBC-ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, ედი რამა თავის იტალიელ კოლეგას გაესაუბრა, როდესაც ჯორჯია მელონი ალბანეთს სტუმრობდა.
მელონიმ იტალიის ელჩს უთხრა: „წადი და გადაიხადე ამ იდიოტების ანგარიში," - წერს BBC გაზეთ La Stampa-ზე დაყრდნობით.
იტალიის საელჩომ ალბანეთში დაადასტურა, რომ მელონიმ დაახლოებით 80 ევრო გადაიხადა.
„იტალიელები პატივს სცემენ წესებს და იხდიან ვალებს და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდება,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.