ბრიტანეთის საკარინტინე სასტუმროებმა ქვეყანაში დაბრუნებული პირველი მოქალაქეები მიიღეს

გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე, რომელიც „მაღალი რისკის“ ქვეყნიდან ბრუნდება, ვალდებულია საკარანტინო სასტუმროში დარჩეს.

მოქალაქეები, რომლებმაც მაღალი რისკის ქვეყნებში ბოლო ათი დღის განმავლობაში იმოგზაურეს, ვალდებულნი არიან, საკარტინო სასტუმროებში ნომრები წინასწარ დაჯავშნონ. ასეთ სასტუმროში 10 დღით დარჩენისთვის მათ 1,750 ფუნტის გადახდა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ კარანტინის გავლა ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქისთვის ტესტის უარყოფითი შედეგის მიუხედავად მაინც სავალდებულოა.