უკრაინამ და საბერძნეთმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია საბერძნეთში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„საბერძნეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინას, გახდეს NATO-ს წევრი, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები, როგორც ეს NATO-ს ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაშია ნათქვამი,“ - ნათქვამია დეკლარაციაში.
საბერძნეთი რამდენიმე დღის წინ გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაციას შეუერთდა. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების მიერ, ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“
საბერძნეთი უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის მოამზადებს.