საბერძნეთი უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას შეუერთდა

საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაციას შეუერთდა. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების მიერ, ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“

„მადლობელი ვარ საბერძნეთის, რომ შეუერთდა უკრაინის მხარდაჭერის G7 დეკლარაციას. საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს,“ დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

ხსენებულ დოკუმენტს ბოლოს რუმინეთი და ლატვიაც შეუერთდნენ.


ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან  ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია.

მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.