ინდონეზიას აშშ-სგან F-15EX-ის ტიპის 24 თვითმფრინავის შეძენა სურს

ინდონეზიის თავდაცვის სამინისტრომ და აშშ-ის თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა, 24 ერთეული F-15EX-ის ტიპის გამანადგურებლის ჯაკარტისთვის მიყიდვის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტი თავდაცვის მინისტრის, პრაბოვო სუბიანტოს აშშ-ში ვიზიტის დროს გაფორმდა. ტრანზაქცია აშშ-ის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. 

მემორანდუმი Boeing-ის სენტ-ლუისის ქარხანაში გაფორმდა. ეს ქარხანა F-15-ს და სხვა საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს. „მოხარული ვართ,  გამოვაცხადოთ ინდონეზიისთვის კრიტიკული F-15EX-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის შესაძლებლობების შესახებ. ეს უახლესი მებრძოლი დაიცავს ჩვენს ერს თავისი მოწინავე შესაძლებლობებით,” - განაცხადა სუბიანტომ.


Boeing-მა და თავდაცვის სამინისტრომ გარიგების ღირებულების შესახებ დეტალები არ გაასაჯაროეს. 

F-15EX F-15-ის ყველაზე მოწინავე ვერსიაა.

ინდონეზიამ ბოლო წლებში თავდაცვის ხარჯები თავისი ფლოტის კაპიტალური შეკეთების მიზნით გაზარდა.

პრაბოვომ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ ლოიდ ოსტინმა დაგეგმილი შესყიდვები გასულ წელს ოსტინის ჯაკარტაში ვიზიტის დროს განიხილეს.