რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იოჰანესბურგში ჩავიდა. 22-24 აგვისტოს BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) სამიტი ჩატარდება.
რუსული მედიის ცნობით, სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგის ძირითადი თემები ორგანიზაციის გაფართოებისა და ანგარიშსწორებაში ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა იქნება.
სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ სამიტზე გლობალური სამხრეთისა და აფრიკის 67 ქვეყნის წარმომადგენლობაა მიწვეული.