თეგი: BRICS

ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა უნდა მოიქცეს სამართლიანად და დაიცვას საერთაშორისო კანონმდებლობა, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იოჰანესბურგში BRICS ბლოკის სამიტს დაესწრება. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის ნალედი პანდორის თქმით, სამხრეთ აფრიკას ჯერ არ მიუღია რაიმე დადასტურება იმის შესახებ, დაესწრება თუ არა პუტინი სამიტს. სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვის ჩასვლა მოითხოვეს „არ მგონია, რომ მათ ჩემგან გაკვეთილის სწავლა სჭირდებოდეთ. კარგად იციან, რას ნიშნავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ისინი ნებაყოფლობით არიან ICC-ის მონაწილეები, მათ იციან, რა არის კანონი და ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცევიან. ჩვენ შევაფასებთ, რეალურად რა ხდება BRICS-ის სამიტზე და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ.“ „როცა სამხრეთ აფრიკას ვუყურებ, ნელსონ მანდელას სიდიადე მახსენდება. და ვფიქრობ, რომ ყველა სამხრეთ აფრიკელი სწორედ მას გაიხსენებს და არა მე, იფიქრებენ, თუ რას იზამდა ასეთ სიტუაციაში დიდი ნელსონ მანდელა“, - აღნიშნა კარიმ ხანმა CNN-თან ინტერვიუში. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.  ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.  

მეთიუ მილერი: პუტინი საკუთარი ქვეყნის საზღვრებს დაპატიმრების შიშით ვერ ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, აღარ დაესწროს აგვისტოში, იოჰანესბურგში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ავტორიტეტის გაუარესებაზე მოწმობს. მილერის თქმით, კრემლის ლიდერი საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყულ პირად იქცა. „არ არსებობს საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ რუსეთის ავტორიტეტი მსოფლიოში მნიშვნელოვნად შერყეულია, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტ პუტინს საკუთარი ქვეყნის საზღვრების გადალახვა არ შეუძლია. ის საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყული პირია და მას დაკავების ეშინია", – აღნიშნა მილერმა. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა

BRICS-ის ქვეყნების მიერ შექმნილი ბანკი, რუსეთში ახალი პროექტების განხორციელებაზე უარს აცხადებს

ახალი განვითარების ბანკი (NDB), რომელიც BRICS-ის ქვეყნების მიერ საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად შეიქმნა, რუსეთში ინვესტირებას არ განახორციელებს. ამის შესახებ განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა, დილმა რუსეფმა, რომელიც 2011-2016 წლებში ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მან უსაფუძვლო უწოდა ვარაუდებს, რომ ბანკმა შესაძლოა, მოსკოვთან თანამშრომლობა გააგრძელოს. BRICS-ის ქვეყნები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. მომავალ თვეში დაგეგმილია აფრიკის ქვეყანაში შეკრება, რომელსაც პუტინი არ დაესწრება. BRICS ჯგუფმა ბანკი, რომლის სათაო ოფისი შანხაიში მდებარეობს, 2015 წელს გახსნა. რუსეფი მის ხელმძღვანელად ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ამ წლის დასაწყისში დანიშნა. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვი მძიმე სანქციების ქვეშაა.  

BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვი ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იოჰანესბურგში ჩავიდა. 22-24 აგვისტოს BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) სამიტი ჩატარდება. რუსული მედიის ცნობით, სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგის ძირითადი თემები ორგანიზაციის გაფართოებისა და ანგარიშსწორებაში ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა იქნება. სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ სამიტზე გლობალური სამხრეთისა და აფრიკის 67 ქვეყნის წარმომადგენლობაა მიწვეული. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა  

მედია: BRICS-ის სამიტზე პუტინის ვიდეომიმართვის გახმოვანებული ვერსია გადაიცა

კრემლის გავლენისგან თავისუფალი რუსული მედიასაშუალება Meduza წერს, რომ BRICS-ის მთავარი სამიტის წინ გამართულ ფორუმზე პუტინის ვიდეომიმართვა გადაიცა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის გზავნილი გახმოვანებული იყო. მედიის ცნობით, ჟურნალისტებისთვის გაურკვეველი დარჩა, რა გახდა ამ უცნაური პრეცედენტის მიზეზი. კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმართვის ორიგინალი ვერსიაა ატვირთული. როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა უარი განაცხადა BRICS-ის სამიტზე დასწრებაზე და მის ნაცვლად იოჰანესბურგში სერგეი ლავროვი ჩავიდა.  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სამხრეთ აფრიკას კი, მისი დაკავების ვალდებულება ჰქონდა, რადგან რომის სტატუტის მონაწილე მხარეა. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვის ჩასვლა მოითხოვეს  

BRICS-მა გაფართოების შესახებ გამოაცხადა

BRICS-მა რომელიც რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს, 24 აგვისტოს, გაფართოების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ იოჰანესბურგში სამიტის დასკვნით პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან გაერთიანებას საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე და არგენტინა შეუერთდებიან. მედია: BRICS-ის სამიტზე პუტინის ვიდეომიმართვის გახმოვანებული ვერსია გადაიცა BRICS-ში ოფიციალურად იქნება 11 წევრი სახელმწიფო. ქვეყნების ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს გაერთიანების გაფართოებით. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ხაზი გაუსვა, რომ ჯგუფს დიდი გავლენის მქონე ქვეყნები უერთდებიან და მზად არიან, წვლილი შეიტანონ „მშვიდობასა და განვითარებაში." BRICS-ის ქვეყნები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაერთიანება საკუთარ თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად განიხილავს. ის ცდულობს, რომ „შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებული საერთაშორისო წესრიგი“ შეცვალოს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთადერთია BRICS-ის ქვეყნების ლიდერებიდან, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამართულ სამიტზე არ ჩასულა. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სამხრეთ აფრიკას კი, მისი დაკავების ვალდებულება ჰქონდა, რადგან რომის სტატუტის მონაწილე მხარეა.  

BRICS-ს ხუთი ახალი სახელმწიფო შეუერთდა

სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე დაარსებულ BRICS-ის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას პირველ იანვარს ოფიციალურად შეუერთდა ხუთი სახელმწიფო: ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. ბლოკში გასაწევრიანებლად ეს ქვეყნები 2023 წლის ზაფხულში მიიწვიეს. BRICS-ის გაფართოების შემდეგ ორგანიზაცია აერთიანებს ქვეყნებს, რომლებზეც მსოფლიო მშპ-ს მესამედზე მეტი და მოსახლეობის 45 პროცენტი მოდის. წევრები ფლობენ მსოფლიო ნავთობის მარაგების თითქმის 45 პროცენტს. ამ ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და მხარს არ უჭერს დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციაში მოაქციოს. იანვრიდან ორგანიზაციას მოსკოვი თავმჯდომარეობს. აქამდე BRICS-ში შედიოდნენ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა.  

გეგმავს თუ არა NATO-ს წევრი თურქეთი BRICS-ში გაწევრიანებას

თურქეთს არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები განვითარებადი ეკონომიკების BRICS-ის ჯგუფში გაწევრიანების განცხადებული სურვილის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ "პროცესი მიმდინარეობს", განაცხადა სამშაბათს ქვეყნის მმართველი პარტიის სპიკერმა.   BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - თურქეთმა.   „ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გვინდა, გავხდეთ BRICS-ის წევრი. პროცესი დაწყებულია. ჩვენი მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია. ეს პროცესი ამ ფარგლებში მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული განვითარება არ არის,“ - აღნიშნა სპიკერმა, როდესაც ჰკითხეს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ივნისში ჩინეთში ვიზიტის დროს დასმულ კითხვას, შეიძლება თუ არა, თურქეთი შეუერთდეს BRICS-ის ჯგუფს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დამატებითი დაზუსტების გარეშე უპასუხა: „ჩვენ გვსურს, რა თქმა უნდა, რატომაც არა?“   რუსეთი ფიდანის განცხადებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს საკითხი იქნება BRICS-ის მომდევნო სამიტის დღის წესრიგში. მაგრამ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმსეკმა მოგვიანებით ლონდონში განმარტა, რომ თურქეთს არ სურდა მისი "ძირითადი" დასავლელი პარტნიორებისგან განცალკევება, მაშინ, როცა მისმა თავდაცვის მინისტრმა გასულ თვეში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა რჩება ერთგული თავისი პასუხისმგებლობის, როგორც NATO-ს მოკავშირის.“   თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ივლისში განაცხადა, რომ NATO-ს წევრი თურქეთი BRICS-ს „სხვა სტრუქტურების ალტერნატივად“ არ განიხილავს.   „მოსკოვსა და პეკინს განსაკუთრებით სურთ ჯგუფის შემდგომი გაფართოება, რადგან ისინი ცდილობენ, დაუპირისპირდნენ დასავლის მიერ ეკონომიკურ დომინირებას და ეს იქნება დიდი დიპლომატიური გადატრიალება, თუ თურქეთი, NATO-ს მოკავშირე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, BRICS-ს შეუერთდება,“ წერს Reuters-ი.   BRICS-ის შემდეგი სამიტი 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება.