უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი ზაკარპატიის ოლქში 22 აგვისტოს დილით ჩავიდა. უნგრეთის პრეზიდენტი ზაკარპატიის ოლქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს.
კატალინ ნოვაკი უკრაინაში ყირიმის პლატფორმის მესამე საერთაშორისო სამიტის წინა დღეს ჩავიდა.
მისი ვიზიტი წინასწარ იყო გამოცხადებული.
უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა - მედია
საინფორმაციო პორტალ Telex-ი წერდა, რომ ნოვაკი კიევში გამგზავრებამდე ასევე ჩავიდოდა ზაკარპატიის ოლქში, სადაც ადგილობრივ უნგრულ საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავდა წმინდა სტეფანეს დღეს.
დიპლომატიური ურთიერთობები უნგრეთსა და უკრაინას შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უფრო დაიძაბა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული არაერთი სადავო კომენტარით იყო გამოწვეული.
მაგალითად, ივნისში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები უნგრეთში გადაიყვანა უკრაინის ხელისუფლების ჩარევის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებდა, რომ გადაცემა ბუდაპეშტის მოთხოვნით მოხდა და ტყვეებს მოიხსენიებდა, როგორც "ზაკარპატიის წარმოშობის ადამიანებს", რაც მიუთითებს უკრაინის ზაკარპატიის ოლქზე, სადაც 150 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს.