უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას კიდევ ერთი ქვეყანა შეუერთდა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებთ, ლუქსემბურგი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა.

„მადლობას ვუხდი ლუქსემბურგს და მის ხალხს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ეფუძნება საერთო დემოკრატიულ იდეალებსა და ჩვენი ევროატლანტიკური ოჯახის ინტერესებს,“ - აცხადებს ზელენსკი.


„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია.

მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

უკრაინა თითოეულ სახელმწიფოსთან დაიწყებს ორმხრივ მოლაპარაკებებს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე და ხელს მოაწერს შესაბამის ორმხრივ შეთანხმებებს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან  ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.