ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოწვევას უქმნის „ამ სამყაროში ერთად ცხოვრების საფუძვლებს.“ მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დეესკალაციისთვის ავსტრალიასთან იმუშვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბერბოკის თქმი, ჩინეთის მიერ ავსტრალიისთვის დაწესებული სავაჭრო აკრძალვების გამოცდილებამ გავლენა მოახდინა გერმანიის პოლიტიკის შეცვლაზე პეკინის მიმართ.

„ჩინეთი შეიცვალა და ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ ასევე უნდა შეიცვალოს”, - განაცხადა ბერბოკმა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო პარტნიორი კლიმატის ცვლილების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, ის იყო კონკურენტი, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთად ამ სამყაროში," - განაგრძო გერმანელმა დიპლომატმა.


ანალენა ბერბოკის თქმით, „მზარდი სისტემური მეტოქეობის პირობებში ზოგიერთი ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს საერთაშორისო წესრიგის დამუხრუჭებას, რათა გაზარდოს თავისი გავლენის სფეროები, გამოიყენოს არამხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ ეკონომიკური გავლენაც.“


ბერბოკის თქმით, გერმანია ხელს არ შეუწყობს ბლოკებს შორის ახალ დაპირისპირებას, მაგრამ გაამრავალფეროვნებს თავის სავაჭრო პარტნიორებს და რისკებს აირიდებს თავიდან. მისი განმარტებით, მრავალი ქვეყანა იხრებოდა ჩინეთისკენ, რადგან მათ არ ჰქონდათ ალტერნატივა, გერმანიას კი, ამ მოცემულობის შეცვლა სურდა.

„ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერი ცალმხრივი ცვლილება მიუღებელი იქნება, მით უმეტეს, თუ ეს მოიცავს იძულებით ან სამხედრო საშუალებებს,“ - აღნიშნა გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრმა.


  • ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია:

ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე