იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

იტალიელი პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი სალვატორე ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. კუტუნიო ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას Ansa ავრცელებს.

სალვატორე ტოტო კუტუნიო ტოსკანის რეგიონის ქალაქ ფოზდინოვოში დაიბადა. კარიერა დაიწყო როგორც დრამერმა, თუმცა მალევე ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც მის სიმღერებს ასრულებდა. ასევე წერდა სიმღერებს პოპულარულ ამერიკელ-ფრანგ მომღერალ ჯო დასენისთვის, მათ შორისაა მისი ყველაზე ცნობილი სიმღერები "L'été indien", "Et si tu n'existais pas", "Le Jardin du Luxembourg".

კუტუნიომ დაწერა ასევე დალიდას "Laissez moi danser", რომელიც გამოსვლიდან სულ მალე პლატინის ჩანაწერი გახდა.


კუტუნიო მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა თავის ჰიტით "L'Italiano (Lasciatemi Cantare)", რომელიც შესულია ალბომში "I Grandi Successi". მან ორჯერ მოიგო სანრემოს სიმღერის ფესტივალი. არის ევროვიზიის 1990 წლის კონკურსის გამარჯვებული (სიმღერით - Insieme:1992). იტალიელი მომღერალი საქართველოშიც იმყოფებოდა. მან კონცერტი ბათუმსა და თბილისში 2007 და 2012 წლებში გამართა.