ხანძარი ათენის მახლობლად მდებარე ქალაქ ელეფსინაში სამხედრო აეროდრომს უახლოვდება. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები სასწრაფოდ გაგზავნეს, რათა ცეცხლი აეროდრომზე არ გავრცელდეს.
ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში ტყის ხანძარი მეოთხე დღეა, მძვინვარებს.
სახანძრო სამსახურის ცნობით, ჩეხეთი, ხორვატია, გერმანია და სერბეთი ათენის დახმარებას აპირებენ.