ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს ვაქცინებს, რომლებიც სამხრეთ კორეაში AstraZeneca-SKBio -ს მიერ და ინდოეთში The Serum Institue-ის მიერ იწარმოება, საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა. ინფორმაცის ორგანიზაცია საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
ჯანმოს ცნობით, მწარმოებლებმა საკმარისი მონაცემები გაასაჯაროვეს იმისთვის, რომ მათ საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის უფლება მიეცეთ. ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინები შედარებით იაფი იქნება და შენახვის პირობებიც მისაღებია იმისთვის, რომ მათი გამოყენება განვითარებად ქვეყნებშიც შეძლონ.
პრეპარატის გამოყენება ჯანმომ ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაუშვა.