NATO-ს ხომალდებისა და მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ავიამზიდის მონაწილეობით, ხმელთაშუა ზღვაში წვრთნები გაიმართა

NATO-ს ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო წვრთნების სერიაში მსოფლიოს ყველაზე  მოწინავე, ამერიკულ ავიამზიდთან ერთად, სწავლება Sage Wolverine-ში იყო ჩართული. ინფორმაციას NATO ავრცელებს. 

წვრთნების მიზანს საბრძოლო უნარების დახვეწა და თავსებადობის გარზდა წარმოადგენდა. სწავლების მონაწილეებმა რეგიონში კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ ერთგულება დაადასტურეს. წვრთნებში მონაწილეობდნენ საბერძნეთის, იტალიის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები.


წვრთნებში ჩართული იყო თურქული ფრეგატი TCG Gokceada (F-494), საბერძნეთის საზღვაო ძალების ფრეგატი HS Elli (F450) და ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების გამანადგურებელი HMS Duncan (D37). გემებს შეუერთდა იტალიური წყალქვეშა ნავი, ამერიკული კრეისერი და ასევე, საბერძნეთის საჰაერო ძალების F-16-ის ტიპის თვითმფრინავები, აშშ-ის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი და სხვადასხვა საზღვაო ვერტმფრენი.

წვრთნების ეპიცენტრში იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი და უახლესი ავიამზიდი, USS Gerald R. Ford, თავისი F/A-18 თვითმფრინავებითა და სადესანტო ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავით.

მან თავისი შესანიშნავი შესაძლებლობები ერთდროულად 20-მდე თვითმფრინავის გაშვებით აჩვენა. წვრთნები ორი აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობდა.