დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსულ არმიას ოკუპირებულ ყირიმში მხოლოდ ერთადერთი გრძელი მარშრუტი შემორჩა

ოკუპირებულ ყირიმში რუსების ლოგისტიკური პრობლემები იზრდება. უკრაინის ამ დასკვნას დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც იზიარებს. უწყების ცნობით, ამჟამად რუსი სამხედროები მხოლოდ არმიანსკის გავლით გზას ენდობიან, რომელიც დამატებით ლოგისტიკურ სირთულეებს ქმნის.

კერძოდ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საბორნე ხიდებზე მიტანილი ძლიერი დარტყმების შემდეგ, რუსულ არმიას მხოლოდ ერთადერთი „გრძელი“ მარშრუტი შემორჩა. რუსი სამხედროები უკრაინის სამხრეთის საზღვარზე საბორნე გადასასვლელების მოწყობას განაგრძობენ.

„აგვისტოში უკრაინის მიერ მიტანილი ძლიერი დარტყმების შემდეგ, საეჭვოა, რომ ეს ინფრასტრუქტურა მძიმე ტექნიკის და საბრძოლო მასალის არსებით დატვირთვას გაუძლებს,“ - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.


რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.