უკრაინა და მოლდოვა საზღვრის ერთობლივ კონტროლზე თანხმდებიან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
- უკრაინა და მოლდოვა სახელმწიფო საზღვარზე ერთობლივ კონტროლს უზრუნველყოფენ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ შესაბამის შეთანხმებას მოლდოვის პრემიერ-მინისტრ, დორინ რესეანთან შეხვედრაზე მიაღწიეს. მოლდოველი ოფიციალური პირი უკრაინას ეწვია.
„ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენი პროგრესი ლოგისტიკის განვითარებაში იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ბლოკავს „მარცვლეულის დერეფანს“ შავ ზღვაში. სწრაფი გადაწყვეტილება დნესტრზე ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, საგუშაგოების განვითარებასთან დაკავშირებით, სარკინიგზო კავშირები - ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია,“ - განაცხადა შმიგალმა.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის შემდგომი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
„ჩვენ მადლობელი ვართ სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდან მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, მოლდოვის დელეგაციის დღევანდელი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი კონტაქტების შემდგომ განვითარებას და პროდუქტიულ დიალოგს", - აღნიშნა შმიგალმა.