სერბეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, წელს ყირიმის პლატფორმის სამიტს სერბეთი შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნისას განაცხადა.
„მე მაქვს პატივი, მივესალმო ახალ მონაწილეებს ამ მესამე სამიტზე: ბაჰრეინი, სერბეთი, აღმოსალეთ ტიმორი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუნაის კომისია, იუნესკო და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია. ჩვენი საერთო მიზანი უცვლელი რჩება - შევქმნათ პირობები ყირიმის განთავისუფლებისთვის,“ - განაცხადა კულებამ სამიტის გახსნაზე.
მანამდე კულებამ აღნიშნა, რომ შარშან ყირიმის პლატფორმის მონაწილეთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს კიევში ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტი იმართება. უკრაინაში ჩასულ სტუმრებს შორის არიან ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელო რებელო დე სოუზა, ფინეთის პრემიერ მინისტრი, პეტერი ორპო.
ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.