ხულოში, სოფელ კალოთაში სკოლის ხის შენობა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხის შენობაზე ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა და მეზობელ სახლებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება გაჩნდა, თუმცა საფრთხე მოხსნილია. ადგილზე რჩება სამი სახანძრო ჯგუფი.
ცეცხლი საღამოს საათებში სავარაუდოდ ელექტროსადენებიდან გაჩნდა. შენობა მთლიანად დაიწვა.