სტოლტენბერგი NATO-ს წევრ ქვეყნებს თავდაცვის დაფინანსების გაფართოებას შესთავაზებს

17-18 თებერვალს, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეკავებისა და თავდაცვის დაფინანსების გაფართოებას განიხილავენ.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვიდეოკონფერენციაზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეკავებისა და თავდაცვის კუთხით ძირითადი საქმიანობის დაფინანსების გაფართოების განხილვას შესთავაზებს.

„ეს საშუალებას მოგვცემს, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი ძალებისა და საბრძოლო ჯგუფების განლაგება უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის მომზადებას დაიწყებენ.

„თავდაცვის მინისტრებს შევთავაზებ, ჩემი ინიციატივის, „NATO-2030“-ის განხილვა დაიწყონ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.