საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ეწვია.
ენ ლინდემ ვიზიტის წინ Twitter-ზე დაწერა, რომ კვლავ დაადასტურებს ეუთოს მტკიცე მხარდაჭერას კონლიქტების მოგვარების და ინსტიტუტების განმტკიცების მიმართ. ენ ლინდე აღნიშნავს, რომ ორივე სფეროში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ ქალებს და სამოქალაქო საზოგადოებას.
"კიდევ ერთხელ დავადასტურებ ეუთოს მხარდაჭერას კონფლიქტების მოგვარებისა და ინსტიტუციების გაძლიერების საქმეში - ორივე სფეროში, ქალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ", - წერს ენ ლინდე.
ვიზიტის ფარგლებში, შვედი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
პირველი აუდიენცია კი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შედგება.
შეხვედრისას შვედეთთან, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.