ფაშინიანის თქმით, ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ახალი წინადადებები გაუგზავნა

სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ ახალი წინადადებები გაუგზავნა.

ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


„მინდა, დავადასტურო, რომ სომხეთი ერთგულია მშვიდობიანი დღის წესრიგის. მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანულ მხარეს გადავუგზავნეთ ახალი წინადადბები, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ეხება,“ – განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავაც დაძაბულია.

„ერთადერთი ცვლილება სიტუაციაში არის ის, რომ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ლაჩინის დერეფანში დაიწყო იმ მოქალაქეების გარკვეული მოძრაობა, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა, ასევე სხვა პირებისაც. ასევე, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მუშავდება გეგმა, რათა ლაჩინის დერეფანი ცალმხრივად გაიხსნას, ანუ მთიან ყარაბაღში ჩასვლა დაშვებული იქნება, მაგრამ გამოსვლა – არა.


ნიკოლ ფაშინიანმა 16 თებერვალსაც განაცხადა, რომ სომხეთმა დაასრულა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის მორიგი ეტაპი და ახალი წინადადებები აზერბაიჯანის მთავრობას გადაეგზავნა.

ცნობისთვის, სომხეთის ხელისუფლება დერეფნის ჩაკეტვაში ბაქოს ადანაშაულებს, რასაც თავის მხრივ, აზერბაიჯანი უარყოფს. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება.