საპატრიარქო, ტაძარში შემსვლელებს ტემპერატურას გაუზომავს

საპატრიარქოს ცნობით, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, სვეტიცხოვლის ეზოში შემსვლელებს ტემპერატურას გაუზომავენ.

ასევე, აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია. მიზეზი "ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების" უზრუნველყოფაა.

13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 - საათზე, 14 ოქტომბერს კი წირვა -10:00 საათზე. ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.