იაპონიამ ფუკუშიმას („ფუკუსიმა-1-დან") განადგურებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის გაშვება დაიწყო.
წყნარ ოკეანეში, პირველ ეტაპზე, 7 800 კუბური მეტრი გაწმენდილი რადიოაქტიურ წყალს გაუშვებენ. 2024 წლის მარტისთვის იაპონია ოკეანეში 31,2 ათას ტონა წყალს ჩაღვრის. გეგმის თანახმად, ავზებიდან წყალი ზღვის წყლით გაზავდება, რათა შემცირდეს მასში დარჩენილი რადიონუკლიდების კონცენტრაცია. წყლის ყველა რეზერვუარი 30 წლის განმავლობაში თანდათან დაიცლება.
იაპონიის მთავრობის საპასუხოდ, ჩინეთმა იაპონიიდან ყველა სახის ზღვის პროდუქტების იმპორტზე აკრძალვა დააწესა. იაპონიამ ჩინეთს წყლის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმება მოსთხოვა.
„ჩინეთი ძალიან შეშფოთებულია რადიოაქტიური დაბინძურების რისკის გამო, რომელიც იაპონურმა საკვებმა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს," - ნათქვამია ჩინეთის საბაჟო ბიუროს განცხადებაში.
იაპონიის მთავრობამ ხელი გეგმას ხელი 2 წლის წინ მოაწერა, გასულ თვეში კი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან თანხმობა მიიღო და რადიოაქტიური წყლის გაშვება დღეიდან დაიწყო.
ცნობისთის, 2022 წელს იაპონიამ ჩინეთში 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ზღვის პროდუქტების ექსპორტი განახორციელა, რაც ჩინეთს იაპონიის უდიდეს საექსპორტო ბაზრად აქცევს, მეორე ადგილზეა ჰონკონგი.
2011 წლის 11 მარტს იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მომხდარმა 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. წყალმა „ფუკუსიმის“ მიწისქვეშა სათავსოები დატბორა.