მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით, TheGuardian-ი ავრცელებს.
კორონავირუსის ახალი შტამი B1525 სახელით არის ცნობილი. ღნიშნული მუტაცია ფიქსირდება სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში აღმოჩენილ ვირუსისი სახეობებში.
ახალი შტამი, ბრიტანეთში დაფიქსირებული 32 შემთხვევის გარდა, კიდევ ათამდე ქვეყანაშია გავრცელებული. მათ შორის, დანიაში – 35, ნიგერიაში – 12, აშშ-სა და საფრანგეთში 7-7. ასევე ხუთზე ნაკლებია განაში, ავსტრალიაში, კანადაში, იორდანიასა და ესპანეთში.
ვირუსების მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა, მკვლევრებს ის აშფოთებთ, რომ ახალი სახეობა შესაძლოა, ანტისხეულების მიმართ უფრო მდგრადი იყოს. კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჰგავს რამდენიმე თვის წინ, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილ სახეობას B117-ს.