საქართველოში 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელი სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ გორასთან დაფიქსირდა.