ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მეგობარ უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.

„გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას!“-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.


 უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომის პირობებში დამოუკიდებლობის დღე მეორედ აღნიშნავს.