ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 740 ადამიანს დაუდასტურდა, 496 გამოჯანმრთელდა, 14 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 266 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 259 228, გარდაიცვალა 3 377 პაციენტი.
740 ახალი შემთხვევიდან 328 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 32, იმერეთი - 138, ქვემო ქართლი - 25, შიდა ქართლი - 69, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
კარანტინის რეჟიმშია 242, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 1 848. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 230 მოქალაქე.