ნორვეგია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის $140 მილიონს გამოყოფს

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ნორვეგიამ უკრაინაში გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტის უზრუნველსაყოფად, 140 მილიონი დოლარს (1,5 მილიარდი ნორვეგია) გამოყოფს.

„თანხები განაწილდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვეობით და მიზნად ისახავს „კრიტიკული ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის შეკეთებას და შენარჩუნებას და საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ რაიონებში გადაუდებელ ელექტრომომარაგებას, აგრეთვე გაზის შესყიდვას საგანგებო შენახვისთვის,“- ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.


დახმარება გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ნორვეგიის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ, იონას გაჰრ შტორეს ხელმძღვანელობით, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ, ჰერმან ჰალუშენკოსთან ერთად ეწვია უკრაინის ერთ-ერთ დაზიანებულ ენერგეტიკულ ობიექტს.

„ენერგეტიკული სფერო არის ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და მხარს ვუჭერთ უკრაინას,“ - აღნიშნა გაჰრ შტორემ.

ნორვეგიის მთავრობამ პირობა დადო, რომ 2023 წელს 8,2 მილიარდი დოლარს გამოუყოფს უკრაინას ხუთწლიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში.


მანამდე ნორვეგიამ უკვე შეიტანა თავისი წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვაში NASAMS-ისა და Mistral-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემით. ხუთშაბათს ნორვეგიამ ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს გაგზავნის.