არის თუ არა საქართველოშ არაფორმალური მმართველობა. ამ შეკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე უპასუხა.
„რთული და მნიშვნელოვანი კითხვაა, ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ დემოკრატიაში, სხვადასხვა გავლენის ადამიანები არსებობენ და ეს ნორმალურია, როდესაც არსებობენ ბიზნესები, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფები. ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, მიღებულ და გატარებულ პოლიტიკაზე, ეს გარდაუვალია. ჩვენ ვცდილობთ, ვიმუშაოთ საქართველოსთან და იმედი მაქვს, რომ წარმატებაც გვქონდა. ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც გაუმართლებელ გავლენას გამორიცხავს, ეს გახლავთ ის საკითხი, რომლის წინაშეც ბევრი ქვეყანა დგას - ამერიკაშიც გვქონდა ეს საკითხი და ჩვენ გავუმკლავდით მას კანონმდებლობის მიღებით. ყველა ქვეყანას თავისი მიდგომა, სპეფიფიკური სიტუაცია აქვს, ამიტომ სახიფათოც არის სხვისი კანონმდებლობის გადმოკოპირება,“ - განაცახად კელი დეგნანმა.
მან თანაბარი ველის არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი - იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი ინვესტორებისთვის, რათა ყველამ იცოდეს, რომ შედიხარ გამჭვირვალე, სამართლიან სისტემაში, რომელიც ყველას თანაბრად მიესადაგება, რაც ასევე მოითხოვს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რადგან როდესაც იქნება ბიზნესესებს შორის დავა და არჩევნების შემდეგ საჩივრები, ადამიანები იყვნენ დარწმუნებულები, რომ ეს მოგვარდება მიუკერძოებელი ფორმით.
„ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვაკეთებთ ასეთ დიდ აქცენტს, რომ საქართველში გატარდეს სასამართლო სისტემის რეფორმა. ვხედავთ, რომ მას ცენტრალური როლი აქვს. საქართველოს პროგრესი აქვს ამ მიმართულებით, თუმცა მეტი სამუშაოა შესასრულებელი და ბუნებრივია, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ სასამართლო სისტემა გახდეს მეტად ეფექტიანი, დამოუკიდებელი და გამვჭირვალე, ამ მხარდაჭერას განვაგრძობთ მომავალშიც,“ - აღნიშნა კელი დეგნანმა.